ქართული მარნებისთვის
თქვენი მარნის ონლაინ სისტემა — საიტი, ჯავშნები და გაყიდვები ერთად.
სტუმრები ჯავშნიან დეგუსტაციას პირდაპირ თქვენი საიტიდან. რესტორნები და იმპორტიორები თავად აკეთებენ ღვინის შეკვეთას, თითოეული თავისი შეთანხმებული ფასით. თქვენ კი ყველაფერს ერთი პანელიდან მართავთ — ტელეფონიდანაც.
რეგისტრაციის გარეშე. ნამდვილი სისტემა, 18 თვის ნამდვილი მონაცემებით.
დღეს ეს ასე მუშაობს
- 01ჯავშანი მოდის Facebook-ის მიმოწერით, ზარით ან SMS-ით — და იწერება რვეულში.
- 02თითოეულ ტუროპერატორს თავისი ფასი აქვს, და თქვენ ყოველ ჯერზე ხელით ითვლით.
- 03რამდენი ჯავშანი გაქვთ ივლისში? პასუხს მაშინ იგებთ, როცა ივლისი დადგება.
არცერთი მათგანი არ ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობთ. ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი არ გაქვთ.
რას აკეთებს
ონლაინ ჯავშნები
სტუმარი ირჩევს თარიღს, დროს და სტუმრების რაოდენობას, სისტემა თვითონ ითვლის ფასს და უგზავნის დადასტურებას. შაბათს 23:40-ზეც, როცა თქვენ გძინავთ.
B2B ფასები და ღვინის შეკვეთები
ღვინის ბარები, რესტორნები და იმპორტიორები შეკვეთას თავად აკეთებენ თქვენი კატალოგიდან — თითოეული იმ ფასდაკლებით, რომელზეც შეთანხმდით.
ერთი ადმინ პანელი
ჯავშნები, შეკვეთები, კომპანიები და ფასები ერთ ადგილას. გაფილტრეთ თარიღით, კომპანიით ან სტატუსით და იპოვეთ ნებისმიერი ჩანაწერი წამში.
სტატისტიკა და მომავალი შემოსავალი
რამდენი ლარია უკვე დაჯავშნილი მომდევნო თვეებში — ეს ის ციფრია, რომელიც გეუბნებათ, დაიქირაოთ თუ არა ხალხი ზაფხულისთვის.
ინვოისები და გადახდები
გაუგზავნეთ ინვოისი კომპანიას იმავე ჩანაწერიდან, სადაც ჯავშანია. ონლაინ გადახდა ჩართვადია, როცა მზად იქნებით.
საიტი, რომელსაც თავად არედაქტირებთ
ტექსტი, ფოტოები, ფასები, სამუშაო საათები — ყველაფერი იცვლება პანელიდან, ქართულად და ინგლისურად. პროგრამისტის გარეშე.
ის, რაც სხვას არ აქვს
ნახეთ ორივე მხარე ერთდროულად
მარცხნივ — თქვენი სტუმრის ეკრანი. მარჯვნივ — თქვენი ადმინ პანელი. დააჯავშნეთ მარცხნივ და უყურეთ, როგორ ჩნდება ჯავშანი მარჯვნივ, იმავე წამში. ეს ვიდეო არ არის — ეს ნამდვილი სისტემაა.
გახსენით ცოცხალი ხედირატომ ვაკეთებთ ამას
ქართულ ღვინოს რვა ათასი წლის ისტორია აქვს. მისი გაყიდვის ინსტრუმენტებს — არა.
დიდ დასავლურ მარნებს აქვთ სისტემები, რომლებიც ჯავშნებს, ფასებს და B2B გაყიდვებს თავად უვლიან. ოჯახურ მარანს კახეთში იგივე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს — ქართულად და იმ ფასად, რომელიც მისთვის რეალურია.
სწორედ ამას ვაშენებთ. თითო მარნისთვის — საკუთარი საიტი, საკუთარი ფასები, საკუთარი მონაცემები.
ყველაზე მარტივი გზა — უბრალოდ ნახოთ
დემო ღიაა, რეგისტრაციის გარეშე. შიგნით სრულად აწყობილი მარანია — 400-მდე ჯავშანი, ტუროპერატორები თავიანთი ფასებით, ღვინის შეკვეთები. დააჯავშნეთ, წაშალეთ, შეცვალეთ ფასი, გატეხეთ თუ გინდათ — ყოველ ღამე თავიდან იწყება.